Accentnews.ge
"ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ სიტუაციის კონტროლი შეგვიძლია"

"ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ სიტუაციის კონტროლი შეგვიძლია"

05/03/2020 09:00:52 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას ეპიდსიტუაციის კონტროლი შეუძლია.

"ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი. ყველა შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა, ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია. ამ მუშაობის გამო მადლობას ვუხდი ყველა პირს, რომლებიც მუშაობენ საზღვარზე. მადლობას ვუხდი ჩვენს პერსონალს, რომელიც ადგილზე გვყავს მივლენილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროსთვის, რასაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგად ართმევს თავს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140–ზე მეტი ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.

ცნობისთვის: „COVID-19“–ით გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 31 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3012–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,413 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 3220 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 92 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 52 000–ზე მეტი პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S