
აპრილში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა
15/05/2025 14:40:53 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული აპრილის თვის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა.
სულ აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295,54 მლნ აშშ დოლარი (814,0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 6,1%-ით (17,0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აპრილის მაჩვენებელზე.
10 ქვეყანა, საიდანაც ყველზე მეტი თანხა გადმოირიცხა ასე გამოიყურება:
- აშშ - 53,99 მლნ დოლარი;
- იტალია - 50,21 მლნ დოლარი;
- რუსეთის ფედერაცია - 39,87 მლნ დოლარი;
- გერმანია - 24,84 მლნ დოლარი;
- საბერძნეთი - 24,62 მლნ დოლარი;
- ისრაელი - 22,17 მლნ დოლარი;
- თურქეთი - 8,60 მლნ დოლარი;
- ესპანეთი - 7,86 მლნ დოლარი;
- ყირგიზეთი - 7,77 მლნ დოლარი;
- ყაზახეთი - 7,16 მლნ დოლარი.
ამავდროულად, აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,9 მლნ აშშ დოლარი (88,0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. ეს 2024 წლის აპრილის (30,4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,9%-ით მეტია.