Accentnews.ge
კორონავირუსით ინფიცირებული მე-4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული მე-4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

05/03/2020 08:13:06 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებული მე-4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან სამშობლოში კვირას დაბრუნდა და იგი დღემდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფიცირებული 44 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებს დააკვირდება. ეს არის კლინიკურად მძიმე შემთხვევა. მას 38,5–ზე მეტი აქვს ტემპერატურა. აღენიშნება ქვედა სასუნთქი სისტემის მძიმე დაზიანება, რაც ამ ვირუსს ახასიათებს“,- განაცხადა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 25 პაციენტია მოთავსებული, აქედან, 11 პირს ახალ კორონავირუსზე ტესტი დღეს ჩაუტარდება.

რაც შეეხება COVID-19–ით ინფიცირებულ დანარჩენ სამ პაციენტს, ეზუგბაიას თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამყოფილებელია.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140–ზე მეტი ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.

ცნობისთვის: „COVID-19“–ით გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 31 ადამიანი ემსხვერპლა და 143 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3012–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,413 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 3220 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 92 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 52 000–ზე მეტი პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S