ევროკავშირი უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიას ერთ მილიარდ ევროს გადასცემს

08-05-2025 23:51:45 ევროპა

ევროკავშირი უკრაინის თავდაცვით ინდუსტრიას ერთ მილიარდ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად 9 მაისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების კიევში ვიზიტის დროს გამოცხადდება.

“უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რათა საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. რას ვაკეთებთ ამისთვის?

ვმუშაობთ სანქციების მე-17 პაკეტზე, რომელსაც, იმედი გვაქვს, საგარეო საქმეთა შემდეგ საბჭოზე მიღებას შევძლებთ.

ასევე, ცოტა ხნის წინ, საგზაო რუკა გამოვაქვეყნეთ, რათა მოვიშოროთ რუსეთის ენერგორესურსები და ასევე მისი ნაწილია - როგორ ვუმკლავდებით [რუსეთის] “ჩრდილოვან ფლოტს”, რომელიც ომის დაფინანსების ნაწილია.

ასევე, რა თქმა უნდა, როგორ შეგვიძლია უფრო დავეხმაროთ უკრაინას, თუ არა უსაფრთხოების გარანტიებით, რომელსაც “მსურველთა კოალიცია” განიხილავს, მაგრამ ასევე ევროპულ მხარეს გვაქვს საწვრთნელო მისიები და ასევე შეგვიძლია განხილვა კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მხრივ.

ხვალ უკრაინაში მივდივართ და ვაპირებთ ხელმისაწვდომი გავხადოთ ერთი მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია უკრაინისთვის”, - განაცხადა კალასმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები