08-05-2025 12:53:39 ევროპა
ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუკკასმა განაცხადა, რომ ქვეყანა 2026 წელს თავდაცვაზე მშპ-ს 5.25%-ს გამოყოფს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის სახელმწიფოს თავდაცვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახადებისა და ნასესხები სახსრების მეშვეობით დაფინანსდება.
წელს, თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3.93% გამოიყოფა, თუმცა გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილების პირობებში, ლიეტუვამ სასწრაფოდ უნდა შექმნას სახმელეთო დივიზია, მოემზადოს ლიეტუვაში გერმანული ბრიგადის მისაღებად და უსაფრთხოების გასაძლიერებლად სხვა სამუშაოები განახორციელოს.
„ეროვნული თავდაცვის საბჭო შეთანხმდა, რომ მომავალი წლიდან, 2030 წლამდე, (თავდაცვისთვის) ფინანსური საჭიროებები ამ წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 5.25-5.5%-ს შეადგენს. 2026 წლის ბიუჯეტში ეს 5.25% იქნება“, - განაცხადა ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა.
იანვრის შუა რიცხვებში ლიეტუვის სახელმწიფო თავდაცვის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ქვეყანამ თავდაცვაზე მშპ-ს 5-დან 6%-მდე, ანუ დაახლოებით 12 მილიარდი ევრო უნდა დახარჯოს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.