Accentnews.ge
"იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია"

"იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია"

04/03/2020 20:01:41 საზოგადოება

იტალიაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

​მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე რომის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

„საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კომუნიკაციაშია რომის ერთ-ერთ კლინიკაში განთავსებულ საქართველოს მოქალაქესთან, რომელსაც დაუდგინდა კორონავირუსი. საქართველოს საელჩო ასევე მუდმივ კომუნიკაციაშია იტალიის შესაბამის სამსახურებთან. როგორც მოგეხსენებათ, ხსენებული მოქალაქე დაუკავშირდა საელჩოს ჩივილებით, რის შემდეგაც საქართველოს საელჩოს დახმარებით მოხერხდა მისი გადაყვანა კლინიკაში. დღევანდელი მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებს ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია იტალიაში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებთანაც, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოუწოდებს იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული ნორმები და რეკომენდაციები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S