Accentnews.ge
გამყრელიძე  კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მადლობას უხდის

გამყრელიძე  კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მადლობას უხდის

04/03/2020 14:08:10 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ ადამიანებს მადლობას უხდის.

„განსაკუთრებული მადლობა ეკუთვით კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს. ისინი, რა თქმა უნდა, ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ არიან ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. კარგია, რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ თავიანთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და იცავენ იმ წესებს, რომელიც დაკავშირებულია კარანტინთან და თვითიზოლაციასთან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ქვეყნის შიგნით ინფექციის შემდგომი გავრცელება თავიდან ავირიდოთ ", – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 38 ადამიანი ემსხვერპლა და 119 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,981–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,270 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 48 000–ზე მეტი პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S