Accentnews.ge
წიგნის საერთაშორისო ბაზრობები, რომელშიც საქართველოს მონაწილეობაც იგეგმებოდა, კორონავირუსის გამო გაუქმდა

წიგნის საერთაშორისო ბაზრობები, რომელშიც საქართველოს მონაწილეობაც იგეგმებოდა, კორონავირუსის გამო გაუქმდა

04/03/2020 13:38:53 საზოგადოება

წიგნის საერთაშორისო ბაზრობები, რომელშიც საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, კორონავირუსის გამო გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას "წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია" ავრცელებს.

"2020 წლის მარტში საქართველო და ქართული ლიტერატურა ლონდონის, ლაიფციგისა და პარიზის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე უნდა წარმდგარიყო. 2020 წლის 20-23 მარტს უნდა გამართულიყო პარიზის წიგნის ბაზრობა "Salon du Livre de Paris", სადაც საქართველო ეროვნული სტენდით პირველად წარდგებოდა მრავალფეროვანი ლიტერატურულ-კულტურული პროგრამით. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო პარიზის წიგნის ბაზრობაც გაუქმდა და ის მოეწყობა 2021 წელს. ამასთან, 2021 წლამდე გაუქმდა ლონდონის წიგნის ბაზრობა "London Book Fair", სადაც 10-12 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით მერვედ წარდგებოდა და ქართველი გამომცემლები ბიზნეს–შეხვედრებს გამართავდნენ უცხოელ კოლეგებთან. მანამდე გაუქმდა ლაიფციგის წიგნის ბაზრობა "Leipziger Buchmesse". მასზე 12-15 მარტს საქართველო ეროვნული სტენდით უკვე მეცხრედ უნდა წარმდგარიყო", – ნათქვამია მის განცხადებაში.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 38 ადამიანი ემსხვერპლა და 119 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,981–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,270 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 48 000–ზე მეტი პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 140 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S