Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერ–ჯერობით არ ფიქსირდება

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერ–ჯერობით არ ფიქსირდება

04/03/2020 13:29:03 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერ–ჯერობით არ ფიქსირდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„30 იანვრიდან დღემდე არის 239 შესაძლო შემთხვევა, რომელიც გამოკვლეულ იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად. აქედან ახალი ტიპის კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევა დადასტურდა. დღეს ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შევიდა 21 ნიმუში (თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან – 16, დასავლეთ საქართველოს კლინიკებიდან – 5). უკვე ცნობილია დასავლეთ საქართველოს კლინიკებიდან შემოსული 5 პაციენტის ანალიზების პასუხები და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. 16 პაციენტის კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. საკარანტინო სივრცეში რჩება 140 ადამიანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს ლუგარის სახელობის კვლევით ლაბორატორიაში 8 პირის ანალიზები გადაიგზავნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადონ, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 38 ადამიანი ემსხვერპლა და 119 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2,981–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80,270 ადამიანი.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 200-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 48 000–ზე მეტი პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S