Accentnews.ge
კანადაში, ქალაქ ვანკუვერში ფესტივალზე მანქანა შევარდა, არის მსხვერპლი

კანადაში, ქალაქ ვანკუვერში ფესტივალზე მანქანა შევარდა, არის მსხვერპლი

27/04/2025 06:52:40 მსოფლიო

კანადის ქალაქ ვანკუვერში ქუჩის ფესტივალზე ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, - იტყობინება BBС ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.

არიან დაშავებულებიც.

პოლიციის ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

„რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა მას შემდეგ, რაც მძღოლი ფესტივალზე ხალხში შევარდა. ის დაკავებულია“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფესტივალი „ლაპუ ლაპუ“, ფილიპინების ეროვნული გმირის, პატივსაცემად ტარდებოდა და ფილიპინური კულტურის აღნიშვნას ემსახურებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S