
ლატვია ჯარში ქალების გაწვევის დაბრუნებას განიხილავს
22/04/2025 13:41:43 ევროპა
ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სარდალი კასპარს პუდანსი შესაძლებლად მიიჩნევს სახელმწიფო თავდაცვის სამსახურში (SDS) ქალთა სავალდებულო გაწვევის საკითხს დაუბრუნდნენ,- იტყობინება Delfi.
პუდანებმა თქვა, რომ ამჟამად მიიწევს განსაზღვრული მიზნის მიღწევისკენ - ყოველწლიურად 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე მოამზადოს.
მეთაურის აზრით, წვევამდელების საჭირო რაოდენობის უზრუნველსაყოფად შესაძლოა, საჭირო გახდეს ზოგიერთ სპეციალობაზე რიგი მოთხოვნების შემცირება.
„რაღაც მომენტში შეიძლება მოგვიწიოს გენდერულ საკითხზე დაბრუნება - ქალთა მონაწილეობა სავალდებულო გაწვევაში“, - აღნიშნა პუდანსმა.
როგორც აღინიშნა, კანონი შეიარაღებული ძალების შესახებ ითვალისწინებს ლატვიის მამრობითი სქესის მოქალაქეების ვალდებულებას, იმსახურონ 18 წლის მიღწევიდან ერთი წლის განმავლობაში. ამავდროულად, 18-დან 27 წლამდე ასაკის მამაკაცებსა და ქალებს შეუძლიათ ნებაყოფლობით საფუძველზე იმსახურონ ჯარში.
ნოემბერში ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა განაცხადა, რომ ქალების პირველი გამოძახება სახელმწიფო თავდაცვის სამსახურში შესაძლოა 2028 წელს დაიწყოს.