Accentnews.ge
„კორონავირუსის მობილური ტელეფონის საშუალებით გავრცელება საქართველოში ამ ეტაპზე ნაკლებად რეალისტურია"

„კორონავირუსის მობილური ტელეფონის საშუალებით გავრცელება საქართველოში ამ ეტაპზე ნაკლებად რეალისტურია"

03/03/2020 14:54:32 საზოგადოება

„კორონავირუსის მობილური ტელეფონის საშუალებით გავრცელება საქართველოში ამ ეტაპზე ნაკლებად რეალისტურია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახალი ტიპის კორონავირუსი („COVID-19“) შესაძლოა, მობილური ტელეფონის საშუალებითაც გავრცელდეს, თუ მასთან შეხება ინფიცირებულ პირს ექნება. რა თქმა უნდა, ეს ამ ეტაპზე საქართველოში ნაკლებად რეალისტურია ისევე, როგორც ფულით გავრცელება. დაავადებული ადამიანის დაცემინების და ხველების შემდეგ ვირუსი სხვადასხვა ზედაპირებზე რამდენიმე საათი რჩება. ჩინეთში რეკომენდირებულია მობილური ტელეფონების შესაბამისი დამცავი საშუალებებით გამოყენება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოქალაქეებს მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდონ ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადოს, გადახდები ელექტრონულად აწარმოონ.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.

ჩინეთში „COVID-19“–ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 170-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S