Accentnews.ge
„ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად შესაძლოა, კორონავირუსის ინტენსივობამ იკლოს“

„ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად შესაძლოა, კორონავირუსის ინტენსივობამ იკლოს“

03/03/2020 14:16:21 საზოგადოება

"ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად შესაძლოა, კორონავირუსის ინტენსივობამ იკლოს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს გახლავთ რესპირაციული ვირუსი და ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა. არის პროგნოზი, რომ ჰაერის ტემპერატურის მომატებასთან ერთად შეიძლება, ამ ვირუსისა ინტენსივობა შემცირდეს. თუმცა, მეცნიერებმა ამ ვირუსის ქცევის ფორმატი ჯერ–ჯერობით კარგად არ იციან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ და მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მოსახლეობას მიმართავენ რეკომენდაციით, თავი აარიდოს ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადოს, გადახდები ელექტრონულად აწარმოოს.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.

ჩინეთში „COVID-19“–ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 170-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S