Accentnews.ge
"ნაკლებად შეეხეთ ნაღდ ფულს, ეცადეთ,  გადახდები ელექტრონულად აწარმოოთ"

"ნაკლებად შეეხეთ ნაღდ ფულს, ეცადეთ, გადახდები ელექტრონულად აწარმოოთ"

03/03/2020 14:12:05 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი რეკომენდაციები გაავრცელა.

იგი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი აარიდოს ნაღდი ფულის გამოყენებას და ეცადოს, გადახდები ელექტრონულად აწარმოოს.

გამყრელიძის თქმით, უმჯობესია, თუ ბანკების ფილიალებში ექნებათ ხელის სადეზინფექციო სითხეები, რათა თანამშრომლებს და კლიენტებს ფულთან კონტაქტის შემდეგ ხელების დამუშავების საშუალება ჰქონდეთ.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთელს მოსახლეობას ე.წ. ჰიგიენური მზადყოფნისთვის. ესენია: ხელების დაბანა, სველი წესით საცხოვრებლის თუ სამუშაო ადგილის დალაგება, თუ საჭიროა, დეზინფექციის ჩატარებაც, დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება. გარდა ამისა, გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახლავთ ფულის ბანკნოტები. ამიტომ მოსახლეობას მინდა, მოვუწოდო, რომ ამ პერიოდში ანგარიშსწორებები მაქსიმალურად ელექტრონულად წარმოებდეს. იქ, სადაც აუცილებელია ე.წ. ქეშით გადახდა, სასურველია ფულთან კონტაქტის შემდეგ დავიმუშავოთ ხელები. განსაკუთრებით მინდა, მივმართო ბანკებს: აქვთ მათ შესაძლებლობა, რომ ბანკის ყველა ფილიალში იყოს ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარი, რომ ადამიანებს, ვინც შედის და გამოდის ბანკიდან და აქვთ შეხება ფულთან, ჰქონდეთ ხელების დამუშავების საშუალება. ამასთან, მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიებს, რომ ხელი შეუწყონ, იქნებ ფულის გაცემა იყოს ელექტრონულად, ხოლო თუ მათ ეს არ უნდათ, შეუქმნან შესაძლებლობები, რომ ფულის აღების შემდეგ ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, იგი მიმართავს სავაჭრო ცენტრების, ე.წ. მოლების, კონოთეატრებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების წარმომადგენლებს, რომ ახალი კორონავირუსთან დაკავშირებით ხშირად დაიცვან ჰიგიენური ნორმები და გაანიავონ სივრცე.

ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.

ჩინეთში „COVID-19“–ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 170-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S