Accentnews.ge
გამყრელიძე მოსახლეობას ერთ–ერთ ანტისეპტიკურ საშუალებად წყალში გაზავებულ ჭაჭას ურჩევს

გამყრელიძე მოსახლეობას ერთ–ერთ ანტისეპტიკურ საშუალებად წყალში გაზავებულ ჭაჭას ურჩევს

03/03/2020 13:52:22 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ერთ–ერთ ანტისეპტიკურ საშუალებად წყალში გაზავებულ ჭაჭას ურჩევს.

მისი თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მსოფლიოში ანტისეპტიკური საშუალებების დეფიციტი შეიქმნა და სანამ ეს პრობლემა აღმოიფხვრება, სხვა საშუალებების გამოყენებაც არის შესაძლებელი.

„სადღეისოდ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები, რომ ეს დეფიციტი სწრაფად აღმოიფხვრას. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს სხვა საშუალებებიც - საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის და შეგვიძლია, საპნით დავიბანოთ ხელი. შეგვიძლია, გავაზავოთ სპირტი წყალში, ჭაჭა დაასლევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ, გააზავოთ წყალში, მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს და შეიძლება, გამოიყენოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში „COVID-19“-ის სამი შემთხვევაა დადასტურებული, საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.

ჩინეთში „COVID-19“–ით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 170-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S