Accentnews.ge
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულ 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულ 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

03/03/2020 07:18:00 საზოგადოება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებულ 20 პაციენტს ახალი ტიპის კორონავირუსი („COVID-19“) არ დაუდასტურდა.

„ამ დროისთვის კლინიკაში 31 პაციენტი რჩება, მათგან 20-ის ანალიზების პასუხები უკვე მოვიდა და მათ „COVID-19“ არ დაუდგინდათ. დანარჩენების კვლევების შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება კორონავირუსით დაავადებულ 3 პაციენტს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინი სივრცეში 120 ადამიანი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) დაღუპულთა რაოდენობამ 3 116–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 47 204 -ს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 328- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,943 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 150-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 91 000–ს გადააჭარბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S