მილანიდან ჩამოფრენილი მგზავრები ინფექციურში გადაიყვანეს
03/03/2020 04:17:29 საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი გადაიყვანეს. ისინი საქართველოში მილანის რეისით ჩამოფრინდნენ.
მოქალაქეებს საზღვარზე შემოწმებისას მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ, რის შემდეგაც სპეციალურმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 35 პაციენტი იმყოფება.


