Accentnews.ge
თბილისისა და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოებში ჰოსპიტალიზებულ 9 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისისა და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოებში ჰოსპიტალიზებულ 9 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

02/03/2020 16:20:52 საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოებში ჰოსპიტალიზებულ 9 პაციენტს კორონავირუსი („COVID-19“) არ დაუდასტურდა.

„ამ დროისთვის კლინიკაში 27 პირი იმყოფება. ცოტა ხნის წინ მივიღეთ კვლევის პასუხები ლუგარის სახელობის ლაბორატორიიდან და 8 პაციენტს „COVID-19“ არ დაუდგინდა. მათ რესპულიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. რაც შეეხება დანარჩენ პირებს, მათი ანალიზების პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

"პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას დატოვებს და თვითიზოლაციაში გააგრძელებს მეთვალყურეობას. ამ დროისთვის კლინიკაში „COVID-19“–ის ეჭვით იტალიიდან დაბრუნებული 30 წლამდე მამაკაცი რჩება. მისი ანალიზების პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი", – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) დაღუპულთა რაოდენობამ 3 053–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 45 130-ს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 42 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 368- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 912 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 90-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 89 000–ს გადააჭარბა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა რეკომენდაციები და მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S