Accentnews.ge
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

02/03/2020 18:01:47 საზოგადოება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 წლის ბავშვს ახალი ტიპის კორონავირუსი („COVID-19“) არ დაუდასტურდა.

კლინიკის ექიმ დიანა ზვიადაძის განცხადებით, მოზარდი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

„ამ დროისთვის საავადმყოფოში „COVID-19“–ის ეჭვით 6 პაციენტი იმყოფება, რომელთა ანალიზების პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა დიანა ზვიადაძემ.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) დაღუპულთა რაოდენობამ 3 053–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 45 130-ს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 42 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 368- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 912 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 90-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 89 000–ს გადააჭარბა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა რეკომენდაციები და მოსახლეობას ზოგადად მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ, ასევე ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S