NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი თანამდებობას ტოვებს
02/03/2020 13:42:25 საზოგადოება
აშშ–ის "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) საქართველოს წარმომადგენლეობის დირექტორი ლორა თორნთონი თანამდებობას ტოვებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ხელმძღვანელის შეცვლა გეგმური პროცესი და რიგითი როტაციაა.
ლორა თორნთონი NDI–ს ქართულ ოფისს 2014 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს. ვინ იქნება მისი შემცვლელი - ჯერ–ჯერობით უცნობია.


