"ჩემი ბრალიცაა, რომ ინფექციურში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვერ მოვახერხე, მძიმე ტვირთად მაწევს"
02/03/2020 11:12:22 საზოგადოება
ჯანდაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ჯანდაცვის ექს–მინისტრი დავით სერგეენკო თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ინფრასტრუქტურულ პრობლემებში მის ბრალეულობასაც ხედავს.
"ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ჩემი ბრალიც არის დიდწილად, რომ მინისტრობის პერიდში ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება, ეს მართლაც მძიმე ტვირთად მაწევს. ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა სხვადასხვა გადაჭრის გზა მოგვეძებნა ამ ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ამის გაკეთება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობითვის: რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა კადრები, რომელშიც ხსენებულ საავადმყოფოში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემებია ასახული.


