ამირან გამყრელიძე სკოლებს ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებას ურჩევს
02/03/2020 10:58:38 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სკოლებს ონლაინ- გაკვეთილების ჩატარებას ურჩევს.
მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებსაც აქვთ.
"სწავლა და განათლება ჩვენთვის მთავარია. ნუ შევწყვეტთ ამას და გადავიდეთ, თუ შესაძლებელია, ონლაინ, ვირტუალურ გაკვეთილებზე",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის: ახალი ტიპის კორონავირუსის გამო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.


