Accentnews.ge
„გრიპის სეზონი თითქმის აპრილის ბოლომდე გრძელდება და რეკომენდაციების შესრულებაც უნდა გაგრძელდეს“

„გრიპის სეზონი თითქმის აპრილის ბოლომდე გრძელდება და რეკომენდაციების შესრულებაც უნდა გაგრძელდეს“

02/03/2020 10:54:32 საზოგადოება

„გრიპის სეზონი ქვეყანაში თითქმის აპრილის ბოლომდე გრძელდება და რეკომენდაციების შესრულებაც უნდა გაგრძელდეს“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 7 დღის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე გრიპის ახალი შემთხვევების მცირე მატება ფიქსირდება.

„წინა ორშაბათს იყო 141 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. ახლა გვაქვს 145 შემთხვევა. ასევე 2%-იანი მატებაა მძიმე რესპირატორული ინფექციების წილისა ზოგადი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელში. ხაზს ვუსვამ, სეზონია, მარტია, წინ კიდევ გვაქვს მთელი თვე, ამიტომ ასეთი მცირე ფლუქტუაციები დასაშვებია“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და კიდევ ერთხელ გაიმეორა მთავარი რეკომენდაციები - ზოგადად მოგზაურობისგან თავის შეკავება და ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S