Accentnews.ge
"თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, საერთოდ ავარიდოთ თავი საზღვარგარეთ მოგზაურობას"

"თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, საერთოდ ავარიდოთ თავი საზღვარგარეთ მოგზაურობას"

02/03/2020 10:38:20 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, „თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, საზღვარგარეთ არ წავიდნენ“.

„მსოფლიოში ეპიდსიტუაცია უფრო მეტად იძაბება, გარდა ჩინეთისა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ პანიკას არ უნდა მივეცეთ. რა თქმა უნდა, მეტი სიფხიზლე გვმართებს, მეტი მზადება გვმართებს, მაგრამ პანიკას არ უნდა მივეცეთ. ძირითადი რეკომენდაციაა, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, საერთოდ ავარიდოთ თავი მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალდასენიანებულ ქვეყნებში. ესენია: სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ირანი და იტალია, თუმცა, მოგეხსენებათ ისიც, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში სერიოზულად მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S