Accentnews.ge
„ის, რაც ნიკა გვარამიამ იკადრა... დადგეს შოუ“

„ის, რაც ნიკა გვარამიამ იკადრა... დადგეს შოუ“

02/03/2020 10:30:59 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია „მთავრი არხის“ გენდირექტორ ნიკა გვარამიას აკრიტიკებს.

„ის, რაც ნიკა გვარამიამ იკადრა... მე მიჩვეული ვარ ტალახის სროლას იმიტომ, რომ დიდი გზა მაქვს გავლილი სხვადასხვა და ტალახიც უსროლიათ, ვიღაცას ვუქივარ დაქ ა.შ. ძალიან ტოლერანტული ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ამ დროს შეიძლება, ტალახიც გესროლონ, მაგრამ ცუდია, როცა დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას. გუშინ მან პირადად ეთერში ბევრი ტალახი ისროლა. მადლობა მინდა, ვუთხრა იმ ექიმებს, რომლებიც ისხდნენ იქ, არც ერთი არ აჰყვა. ისინი არიან მაღალი პროფესიონალები. ვახო კალოიანი, მადლობა მას. ზურა გურული ამერიკიდან, ირმა კვიცარიძე ავსტრიიდან, ბუთხუზი, ერთ-ერთი წარმატებული კაცი, რომელმაც „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ შექმნა ქვეყანაში. ექიმი, ინფექციონისტი, არც ერთი არ აყვნენ ამ პოლიტიკურ აჟიოტაჟს. მას სურდა, რომ ჩავეთრიე. გუშინწინ, როცა ნიკა მელაპარაკა, დავთანხმდი, რომ მივიდოდი მასთან ეთერში და ვისაუბრებდი, როგორც თქვენთან ერთად და ბევრ ეთერში ვსაუბრობ. ვისაუბრებდი იმაზე, რა პროცესებიც დღეს მიმდინარეობს, რას ვაკეთებთ, რას ვერ ვაკეთებთ, რა გვიჭირს, რაში გვინდა დახმარება, ღია ვართ ამასთან. დავთანხმდი ამაზე, ოღონდ, პირობით რომ ამ შოუს არ ექნებოდა პოლიტიკური სარჩული. ავუხსენი, 2004 წლიდან, როცა დავტოვე პოლიტიკური თანამდებობები, აღარ ვაკეთებ პოლიტიკურ კომენტარებს, არ მინდა პოლიტიკაში ჩართვა, ძალით უნდოდათ გუშინ იქ ჩემი პოლიტიკურ დისკუსიაში და დადგეს მერე პოლიტიკური შოუ, რაც ნახეთ იქ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დღეს ერთმანეთის სოლიდარულები ვართ, და უნდა ვიყოთ. ეს ზეპარტიული საკითხია, მე ნაწყენი ვიყავი მათზე, როდესაც ჩაფლავება და ჩავარდნა თქვეს ყველაზე დიდ პროგრამაზე, ჰეპატიტის ელიმინაციაზე, რომელიც დღეს ქვეყნის სავიზიტო ბარათია. მაგრამ არ შეიძლება, ყველაფერი პოლიტიკური კონიუნქტურის ნიშნით გამოიყენო. ვუთხარი მათ, განსაკუთრებით მეწყინა, როცა ლუგარის ცენტრზე „გაისეირნეს“ კიდევ ერთხელ. ნახეთ, როგორ მუშაობს ეს ცენტრი, როგორი დატვირთვით და თითქოს იქ სხვა პასაჟები იყო. თუ ოდესმე, რომელიმე არხს დაგაინტერესებთ, პაატა იმნაძე და მე, სიამოვნებით მოგცემთ მთელ ისტორიას, როგორ დაიწყო ლუგარის ცენტრისა და ამ დიდი პროგრამის განხორციელება ქვეყანაში. ვინ იდგნენ სათავეებში, ვინ იყვნენ გადამწყვეტი პირები, ვინც ეს უზარმაზარი სიმდიდრე საქართველოს მოუტანა. როგორ ვერ მუშაობდა ლუგარის ცენტრი სამი წლის განმავლობაში, როცა ის ოფიციალურად გაიხსნა, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ დაუბრუნდა 2013 წელს, როგორც იყო ეს განსაზღვრული პირველი ხელშეკრულებით. დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოდის და იბრალებს, რომ მე… მე… მე. პაატას და მე არასდროს გვითქვამს, რა წვლილი გვაქვს ამ საქმეში შეტანილი თავის დროზე. იმ დროს, როცა ყველა ცუდად ახსენებს, დაწყებული 2000 – 2001- 2002 -2003 და ა.შ. როცა ეს ყველაფერი იწყებოდა. ამიტომ, გთხოვთ, დღეს თავი დავანებოთ ყველანაირ პოლიტიკურ სპეკულაციას. ჩვენ ყველანი ვართ ერთნი, ყველას გვინდა, ამ ქვეყანაში იყოს განვითარება. ჩვენ ყველამ დროზე უნდა დავამარცხოთ ეს ინფექცია, პირველმა, საქართველომ უნდა დაამარცხოს „ცე“ ჰეპატიტი და იყოს ელიმინირებული „ცე“ ჰეპატიტისგან. ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუ ერთად ვიქნებით და არა ისევ და ისევ მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიზნით დავდგამთ სხვადასხვა შოუებს. წერტილი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ", – განაცხადა გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S