Accentnews.ge
იაშვილის კლინიკაში ჰოსპიტალიზებულ მოზარდს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

იაშვილის კლინიკაში ჰოსპიტალიზებულ მოზარდს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

02/03/2020 08:49:39 საზოგადოება

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოჰოში ჰოსპიტალიზებულ მოზარდს ახალი ტიპის კორონავირუსი („COVID-19“) არ დაუდასტურდა.

"პაციენტი ჩვენი დაკვირვების ქვეშ იყო იმ მიზეზის გამო, რომ მისი დედა ინფექციური პათოლოგიის ცენტრში მოათავსეს. ჩვენთან მოზარდი იყო იზოლირებულ პალატაში. გადაეცა შეტყობინება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, საიდანაც მოვიდა სპეციალისტი, აიღო მასალა. კორონავირუსის ტესტი აღმოჩდა უარყოფითი. რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა მეორე პასუხი, კონკრეტულად რა ვირუსი იყო. ბავშვს დაუფიქსირდა „ა“ ტიპის ვირუსი. ასე რომ, ეს პაციენტი ახლა წევს ჩვენთან, და მკურნალობს როგორც გრიპის ვირუსით დაავადებული ბავშვი. წლის განმავლობაში გრიპის სეზონზე ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი გვაქვს", – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბავშვებში ნაკლებად ვრცელდება „COVID-19“, ივანე ჩხაიძის თქმით, ეს შეფასება ეყრდნობა დღემდე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს:

"20 წლამდე მოსახლეობის ორი პროცენტია დაინფიცირებულთა ჩამონათვალში. 15 წლამდე კიდევ უფრო მცირეა დაინფიცირებულების რაოდენობა. კონკრეტული მოტივაცია, რატომ არის ასეთი მცირე რაოდენობით, არ არსებობს. თუმცა არის ირიბი და ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაცია თეორიის დონეზე, რომ შესაძლებელია, პედიატრიულ პაციენტებში კორონავირუსის დაბალ გავრცელებას განაპირობებდეს იმუნიზაცია, ანუ ის აცრები, რაც ტარდება ბავშვთა ასაკში, იცავს არამხოლოდ იმ ინფექციის საწინააღმდეგოდ, რომლის საწინააღმდეგო აცრაც უკეთდება, არამედ სხვა და მათ შორის, კორონავირუსის საწინააღმდეგოდაც აღმოჩნდა ეფექტური".

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) დაღუპულთა რაოდენობამ 3 053–ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა - 45 130-ს.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 42 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა 368- მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 912 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია. "COVID-19"–მა 90-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 86 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3–მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S