Accentnews.ge
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

02/03/2020 08:31:53 საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 30 მარტის 18 სთ–მდე გასტანს.

"გამოცდებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ელექტრონულად უნდა გაიარონ ვებ–გვერდზე online.nace.ge. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციის პერიოდად 9-26 მარტი განისაზღვრა", – განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეები ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S