Accentnews.ge
დღეიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

დღეიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

02/03/2020 05:39:58 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსის („COVID-19“) გამო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები დღეიდან დაიწყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, არდადეგების პერიოდში სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

„იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში“,- ნათქვამია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S