Accentnews.ge
იმნაძე – დამსაქმებლებს: "მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებულები 2 კვირა სამსახურში არ დაუშვათ"

იმნაძე – დამსაქმებლებს: "მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებულები 2 კვირა სამსახურში არ დაუშვათ"

01/03/2020 23:47:43 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, ორი კვირის განმავლობაში სამსახურებში არ დაუშვან თანამშრომლები, რომლებმაც ბოლო პერიოდში მაღალი რისკის ქვეყნებში იმოგზაურეს.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

მან ადამიანებს, ვისაც სიმპტომი არ აქვს, მაგრამ იმყოფებოდნენ ჩინეთში, კორეაში, ირანსა და იტალიაში, თვითიზოლაციისკენ მოუწოდა.

"ვინც ჩამოდის და არავითარი სიმპტომები არ აქვს, თხოვნა გვაქვს მათთან, ეს არის მოქალაქეობრივი თვითშეგნება, რომ ნუ შეუქმნიან რისკს თავიანთ თანამოქალაქეებს და დარჩნენ სახლში, თვითიზოლაციის პირობებში. პირველ რიგში თავიანთ ახლობლებს გაუფრთხილდნენ. ახალგაზრდების უმრავლესობა ამ დაავადებას საკმაოდ ადვილად გადაიტანს, პრობლემა არის ჩემი ასაკის ადამიანებისთვის, ამიტომ მოუფრთხილდნენ მშობლების თაობას და მაქსიმალურად დაიცვან ყველა წესი. იმ სამსახურის ხელმძღვანელებს, ვინც იციან, რომ მათი თანამშრომლები დაბრუნდნენ, ვთქვათ, იტალიიდან, უბრალოდ მოვუწოდებ, რომ ორი კვირის განმავლობაში ისინი არ დაუშვან სამსახურებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკი გაიზრდება სხვა თანამშრომლებისთვისაც", - განაცხადა იმნაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S