საფრანგეთიდან ჩამოსული მგზავრი ქუთაისის ინფექციურში მოათავსეს
01/03/2020 07:27:53 საზოგადოება
ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს მგზავრი, რომელიც ქვეყანაში პარიზის რეისით ჩამოვიდა.
ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგოს ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა, შესაბამისად, მედიკოსების გადაწყვეტილებით, პაციენტი დაკვირვების მიზნით ინფექციურში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის საავადმყოფოში ბოლო დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.
კლინიკის მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე სიმპტომებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ვირუსი არც ერთ ამ პაციენტში არ დადასტურდება.
ცნობისთვის: საქართველოშ კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


