Accentnews.ge
რიგმა უმაღლესმა სასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტამდე გადადეს

რიგმა უმაღლესმა სასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტამდე გადადეს

29/02/2020 19:31:44 საზოგადოება

კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სწავლის დაწყება 16 მარტამდე გადადო.

თსუ-ს პრესსამსახურის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიიღო ჯანდაცვის, განათლების სამინისტროების რეკომენდაციის გათვალისწინებით და დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრთან შეთანხმებით.

ხვალიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. თსუ-ში სწავლა 16 მარტს განახლდება.

სწავლა 16 მარტამდე გადადო ავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად, 16 მარტს დაიწყოს.

ამ პერიოდში უნივერსიტეტის ყველა კორპუსში, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

ცნობისთვის: საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S