Accentnews.ge
“ მინდა, ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ”

“ მინდა, ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ”

29/02/2020 14:04:22 საზოგადოება

"მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად შესაბამის სამსახურებს ექსტრემალურ პირობებში უწევთ მუშაობა.

„ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და იქ ყველაფერი წესრიგდება,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

“მთავარი არხი” ავრცელებს "ვივამედში" მყოფი პაციენტების ნათესავების კომენტარებს, რომელთა თანახმად, საკარანტინო დაწესებულებაში გათბობა არ არის, არსებობს კვებასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

პრობლემებზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც. პოლიტიკოსის მტკიცებით, მას ერთ-ერთ საკარანტინო შენობაში მოთავსებული ადამიანის საუბრის აუდიო-ჩანაწერი აქვს, საიდანაც ირკვევა, რომ საკარანტინო შენობაში შესაბამისი პირობები არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S