Accentnews.ge
"ვენაში ვარ WHO-ს თათბირზე, ქალაქში სიმშვიდეა და შნიცელებს არავინ იმარაგებს"

"ვენაში ვარ WHO-ს თათბირზე, ქალაქში სიმშვიდეა და შნიცელებს არავინ იმარაგებს"

27/02/2020 08:13:49 საზოგადოება

"ვენაში ვარ WHO-ს თათბირზე, ქალაქში სიმშვიდეა და შნიცელებს არავინ იმარაგებს", – ასე ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საქართველოში ახალი ტიპის კორანავირუსის დადასტურების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

“ვენაში ვარ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიიზაციის (WHO) მიერ ორგანიზებულ თათბირზე. ვიცი, საქართველოში რაც ხდება. აქ, ვენაში 2 შემთხვევაა უკვე და ჩრდილოეთ იტალია სულ ახლოა. ნიღბიანი არავინ მინახავს, აეროპორტშიც კი. ქალაქში ვერ გავედი, მაგრამ კოლეგებმა მითხრეს, სრული სიმშვიდეა და შნიცელებს არავინ იმარაგებსო. ჰო, ყველა ცოტა გაკვირვებულიც იყო ჩვენი მზადყოფნით და ოპერატიული ქმედებებით. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სიმშვიდის და სოლიდარობის მნიშვნელობას ასეთ დროს.

პ.ს. ნიღბები მთელ ევროპაში დეფიციტშიაო, თუმცა მათი გამოყენება მოსახლეობისათვის პირველი რჩევა ნამდვილად არ არის. ხელების ხშირი დაბანა, ანუ ხელების დეზინფექციაა მთავარიო", – წერს იმნაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ სასურსათო მაღაზიებში მოქალაქეთა რიგები დადგა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S