Accentnews.ge
„TV პირველის“ თანამშრომელი ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

„TV პირველის“ თანამშრომელი ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

27/02/2020 10:53:06 საზოგადოება

„TV პირველის“ თანამშრომელი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ავრცელებს.

ჟურნალისტი დასასვენებლად იტალიაში იმყოფებოდა, რის გამოც დაკვირვების მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რომლის პასუხი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობაც შემცირებულია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 81 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S