Accentnews.ge
"ვფიქრობთ, ინფიცირებული მოქალაქე ჩვეულ სოციალურ აქტივობას მალე დაუბრუნდება“

"ვფიქრობთ, ინფიცირებული მოქალაქე ჩვეულ სოციალურ აქტივობას მალე დაუბრუნდება“

27/02/2020 10:15:30 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქესთან მიმართებაში, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა, გართულებების მოლოდინი არ არის.

„მისი თვითგრძნობა იმდენად დადებითია, რომ უკვირს კიდეც, ამდენ ხანს საავადმყოფოში რატომ რჩება. არანაირ გართულებებს არ ველით, თუმცა მისი ინფექციურ საავადმყოფოში დარჩენა აუცილებელია. ვფიქრობთ, რომ ის ჩვეულ სოციალურ აქტივობას მალე დაუბრუნდება“,– განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S