Accentnews.ge
"მოგიწოდებთ, გადაკოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან თავი შევიკავოთ“

"მოგიწოდებთ, გადაკოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან თავი შევიკავოთ“

27/02/2020 09:37:57 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალეებს მოუწოდებს, რესპირაციული ინფექციების რისკის გამო გადაკოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან თავი შეიკავონ.

„ჩვენ - ქართველებს გვახასიათებს ერთმანეთის ნახვისას გადაკოცნა. გთხოვთ, თავი შევიკავოთ ამისგან. ეს მარტო კორონავირუსს არ ეხება, - ზოგადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ არ არის საჭირო გადაკოცნა, განსაკუთრებით - ამ დროს, როცა რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომელიც სწორედ წვეთოვანი, ჰაერწვეთოვანი და ახლო კონტაქტის გზით გადადის. ამიტომ მოვერიდოთ ამას. გარდა ამისა, ამ პერიოდში არ არის მაინცდამაინც რეკომენდებული ხელის ჩამორთმევაც და სჯობს, ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“, – განაცხადა გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა რეკომენდაციით, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, დასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ და ჰიგიენის ნორმები დაიცვან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობაც შემცირებულია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 81 000–ს გადააჭარბა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S