Accentnews.ge
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს

27/02/2020 08:06:15 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, „დასენიანებულ ქვეყნებში“ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

„თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მოვერიდოთ მგზავრობას განსაკუთრებით დასენიანებულ ქვეყნებში. პირველ რიგში, ეს გახლავთ ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია და ჩამოთვლილი 38 ქვეყანა, მაგრამ ზოგიერთში მხოლოდ ერთეული შემთხვევები გახლავთ, ამიტომ იქ მოგზაურობა არ იკრძალება. ზოგადად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, მოგზაურობა არ იკრძალება, მაგრამ სიფრთხილით ვეკიდებით “,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად მთავარი პრევენციული ზომებია პირადი ჰიგიენის დაცვა:

„ყველაზე მთავარი პრევენციული საშუალება გახლავთ პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების რაც შეიძლება, ხშირად დაბანა, ხშირად სველი წესით დალაგება, ხშირად განიავება და მთავარი: თუ დასენიებული ქვეყნებიდან საქართველოში ბრუნდებით, 14 დღე გახლავთ ინკუბაციის პერიოდი და ამ პერიოდში გვეწყება სიმპტომები, რომელიც გამოიხატება ტემპერატურით, ხველით, სუნთქვის გაძნელებით, ქოშინით. დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ოჯახის ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას ან ინფექციურ საავადმყოფოებს. იქ ჩატარდება კვლევა. დადასტურებულ შემთხვევად ითვლება მხოლოდ ისეთი, რომელიც ლაბორატორიულად დასტურდება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S