Accentnews.ge
როგორ შეხვდნენ საქართველოში მოქალაქეები კორონავირუსის პირველ შემთხვევას

როგორ შეხვდნენ საქართველოში მოქალაქეები კორონავირუსის პირველ შემთხვევას

27/02/2020 07:49:58 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებას ერთგვარი პანიკა მოჰყვა. უპირველესად, ეს აფთიაქებსა და მაღაზიებში აჟიოტაჟის დაწყებაში გამოიხატა. მოქალაქეები პირბადეების და მედიკამენტების შეძენას ცდილობდნენ, ასევე იმარაგებდნენ არამალფუჭებად საკვებს: ზეთს, მაკარონს, ლობიოს, ბურღულეულს, ორცხობილებს და ა.შ.

სადღეისოდ აფთიაქებში პირბადეების დეფიციტია, თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სააფთიაქო ქსელებს მარაგების შევსებაში დაეხმარებიან, ხოლო მათი ფასი არ გაიზრდება.

ამასთან, მინისტრის თქმით, სადღეისოდ პანიკის საფუძველი და რისკი იმისა, რომ საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსი გავრცელდეს, არ არსებობს.

მთავრობა მოქალაქეებს სიმშვიდისა და ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვვა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი საქართველოს 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ ასევე: არა ნიღბები, არამედ პირადი ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა: რას გვირჩევენ უცხოელი ექსპერტები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S