Accentnews.ge
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე მოქალაქეებს ამოწმებენ

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე მოქალაქეებს ამოწმებენ

27/02/2020 07:37:46 საზოგადოება

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველო-აზერბაიჯანის წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქართველოში შემომსვლელ ყველა ადამიანს ამოწმებენ.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ სიცხეს უზომავენ და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ საზღვრის გადმოკვეთის უფლებას.

მათივე ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ ირანის ორ მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ის ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკვაყოფილებელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S