Accentnews.ge
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით

27/02/2020 07:14:36 საზოგადოება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 181 საჯარო ბაღს ახალი კორონავირუსისთვის თავის ასარიდებლად დამატებით საპრევენციო ღონისძიებები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები გაუგზავნა.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, თითოეულ ბაგა-ბაღში, ბავშვთა ოდენობიდან გამომდინარე, აღსაზრდელების ჯანმრთელობას 1 ან 2 კოორდინატორი ამოწმებს, ბაღები ამ დროისთვის ყველა საჭირო სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებითაა აღჭურვილი.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი შემდეგში მდგომარეობს:

მოერიდეთ ახლო კონტაქტს ავადმყოფ ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცხელება და ხველა; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონისას გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი; მოერიდეთ ცხვირზე, თვალსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას; ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი, ან მოხრილი იდაყვი;ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უვლის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულს; თუ ახველებთ ან აცემინებთ, გაიკეთეთ ნიღაბი; ნიღბის ტარება ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტის შემცვლელი ხსნარით ან საპნითა და წყლით; ნიღბის ტარების შემთხვევაში დაიცავით მისი სწორად მოხმარებისა და გადაგდების წესები; მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის პროდუქტები და კვერცხი; მოერიდეთ დაუცველ ან მჭიდრო კონტაქტს გარეულ ან/და ფერმის ცხოველებთან.

ამ რეკომენდაციებს ახლავს ხელების წყლითა და საპნის დაბანის დასურათებული წესებიც.

ბროშურებში ასევეა საუბარი კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო გზებსა და სიმპტომებზეც.

„ახალი კორონავირუსი ვრცელდება:

წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით, თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით, დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით-შეხება, ხელის ჩამორთმევა, იშვიათ შემთხვევაში ფეკალიებთან კონტაქტით.

ახალი კორონავირუსის სიმპტომებია:

ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მძიმე დაავადება“, - ნათქვამია ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ ბაგა-ბაღების დირექციებისადმი გაგზავნილ წერილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S