Accentnews.ge
გიორგი გახარია : "პანიკის საფუძველი არ გვაქვს"

გიორგი გახარია : "პანიკის საფუძველი არ გვაქვს"

27/02/2020 06:20:03 საზოგადოება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„მოგეხსენებათ, გუშინ ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. პირველ რიგში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ. მთავარია, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებიც რამდენიმე დღეა, მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება. აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საკორდიინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც 28 იანვარს შეიქმნა. სწორედ ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, სწორედ ისე, რომ ფაქტობრივად, ამ შემთხვევას არანაირი შეხება არ ჰქონია ჩვენს მოქლაქეებთან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა უნდა გადავუხადოთ, ისევე, როგორც მესაზღვრეებს და საბაჟოს თანამშრომლებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S