Accentnews.ge
ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პირია მოთავსებული

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პირია მოთავსებული

27/02/2020 06:15:29 საზოგადოება

ამ დროისთვის თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში 10 პირია მოთავსებული,– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხომაზე განაცხადა და განმარტა, რომ მათგან 5 მანამდე იტალიაში იმყოფებოდა, 5 – ირანში.

მინისტრის თქმით, დაკვირვების ქვეშ მყოფ პირთაგან 6 საქართველოს მოქალაქეა, 1 – იტალიის, 3 – აზერბაიჯანის.

მინისტრის თქმით, "საქართველოს საკმარისი ადგილი აქვს იმისთვის, რომ მოქალაქეები, რომლებიც ინფიცირებულ ზონაში იმყოფებოდნენ, საკარანტინო პირობებში მოთავსდნენ".

ცნობისთვის: 26 თებერვალს საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

საქართველოს ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S