საბაჟოდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი კაცი გადაიყვანეს
26/02/2020 18:38:07 საზოგადოება
ცოტა ხნის წინ საბაჟოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით ორი კაცი გადაიყვანეს. ადგილზე ასევე იმყოფება საპატრულო პოლიცია.
ამ დროისთვის არც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და არც ექიმები აკეთებენ კომენტარს.
ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
მინისტრის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. როგორც აღინიშნა, საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


