Accentnews.ge
კორონავირუსის გამო საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება

კორონავირუსის გამო საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტა არ იგეგმება

26/02/2020 18:33:25 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და არც საგანმანათლებლო პროცესის შეწყვეტა იგეგმება, ვინაიდან ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიური საფრთხე არ არსებობს.

„მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში კორონავირუსის ეპიდემია არ გვქონდეს. ცოტა ხნის წინ დავასრულეთ პრემიერ–მინისტრთან შეხვედრა და მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ამ ეტაპისთვის საკმარისი საკარანტინო სივრცეები გვაქვს, ისევე, როგორც სათანადოდ მომწადებული საავადმყოფო სივრცეები. ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ მედიასთან და საზოგადოებასთან და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას მოგაწვდით. სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არანაირი ეპიდემიური საფრთხე არ არსებობს“,– განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება პირბადეების დეფიციტს, მინისტრის თქმით, სააფთიაქო ქსელებთან იყო კომუნიკაცია და მათ პირბადეების შემოტანაში დაეხმარებიან.

ცნობისთვის: დღეს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს 50 წლამდე ასაკის მოქალაქეს, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ვირუსის ნიშნები მებაჟეებმა შენიშნეს. ამ დროისთვის მოქალაქე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S