მარიანა ჩოლოიანი კლინიკაში გადაიყვანეს
25/02/2020 21:16:21 საზოგადოება
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებაში ადასტურებენ.
მისივე ინფორმაციით, ჩოლოიანს გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს, რის შედეგადაც მის ზუსტ დიაგნოზს დაადგენენ.
15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მან რამენიმე დღით ადრე თბილისში თვითმკვლელობა სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ლუკა სირაძის გარდაცვალებას წინ უძღოდა დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში, გამომძიებელი კი სწორედ მარიანა ჩოლოიანი იყო.
19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
იხილეთ ასევე: რატომ იმარჯვებს საქართველოში სიკვდილი...


