Accentnews.ge
"ქალბატონო მარია და ბატონო მინისტრო, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა"

"ქალბატონო მარია და ბატონო მინისტრო, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა"

25/02/2020 17:24:31 საზოგადოება

ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და პრეს-სპიკერ მარია ზახაროვას შეურაცხმყოფელ განცხადებებს სოციალურ ქსელში პასუხობს და წერს, რომ "ოდესმე ყველას მოუწევს პასუხის გაცემა".

"მე განვახორციელე თავდასხმა სერგი ლავროვზე. მე მოვკალი ტატუნაშვილიც, ოთხოზორიაც, ბაშარულიც, კვარაცხელიაც, 2008 წლის ომში 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. მე დავჭერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2232 სამოქალაქო და სამხედრო პირი. მე დავიწყე ომი. მე და ჩემი კოლეგები ვართ ბორდერიზაციის, ჩაკეტილი გადასასვლელების და ჰუმანიტარული კატასტროფის შემქმნელები. როგორც კიბერშეტევის დროს, ყველაფერში პომპეო და მისი ანტირუსული რიტორიკაა დამნაშავე. კიდევ ერთხელ ნაწყვეტი ტატუნაშვილზე მომზადებული დასკვნიდან:

"წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები. წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი. უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ".

მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ. ქალბატონო მარია და ბატონო მინისტრო, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა... არაუშავს!" - წერს ქარდავა.

ცნობისთვის" რუსეთის საგარეო სამქეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებსა და მინისტრ სერგეი ლავროვს შორის დღეს ჟენევაში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქართული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც "მემად" მოიხსენია, „რუსულ დელეგაციაზე თავდასხმაში“ დაადანაშაულა.

„ქართველმა ჟურნალისტებმა (და ეს კი უკვე მემია) ჟენევაში, გაერო–ს განყოფილებაში რუსულ დელეგაციაზე თავდასხმა განახორციელეს. გადაადგილება შეუძლებელი იყო. ყვიროდნენ, ხელს გვკრავდნენ, ძიძგილაობდნენ მინისტრამდე მიღწევის მცდელობაში. გვიწევდა, გვერდზე გაგვეწია ყოველგვართავმოყვარეობადაკარგული ქალები, რათა წინ წაგვეწია. არადა, იცით, რა სჭირდებოდათ? – ვერც კი დაიჯერებთ! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე რაღაც ჭკუიდან გადასვლაა, ესოდენ დამოკიდებული გახადო საკუთარი თავი შენს ქვეყანაში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლა–არჩასვლაზე. საწყალობელი სანახაობაა. მე და კოლეგები გადავრჩით, მაგრამ შეფი დაგვიზარალდა )))))) ყველაზე სახასიათო ისაა, რომ ლავროვისთვის კითხვების რუსულად დასმისას ინგლისურად ყვიროდნენ „Don’r Touch Me”. ეს არის სტილი “სააკაშვილი, რომელიც რუსული ავიაციის იერიშის დროს მიწაზე ეცემა“, – დაწერა მარია ზახაროვამ.

ცნობისთვის: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს შვეიცარიაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიას ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S