Accentnews.ge
ჩინეთის მოქალაქეებმა, რომელთა გამოც თბილისი-ბათუმის მატარებელი შეყოვნდა, რკინიგზის სადგური დატოვეს

ჩინეთის მოქალაქეებმა, რომელთა გამოც თბილისი-ბათუმის მატარებელი შეყოვნდა, რკინიგზის სადგური დატოვეს

24/02/2020 16:14:40 საზოგადოება

ორ მგზავრს, რომელთა გამოც თბილისი-ბათუმის მატარებელი შეყოვნდა, თბილისის რკინიგზის სადგური ცოტა ხნის წინ დაატოვებინეს.

როგორც ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფის მედიკოსებმა ჩინელების შემოწმების შემდეგ განაცხადეს, პირველადი დაკვირვებით, ისინი კორონავირუსის რისკ-ჯგუფში არ შედიან.

ჩინეთის მოქალაქეები ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაიყვანეს.

ცნობისთვის: ბათუმის მატარებელი თბილისიდან ერთი საათის განმავლობაში ვერ გადიოდა. მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. მგზავრებმა მიიჩნიეს, რომ ორ მათგანს, რომლებიც, მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეები არიან, სავარაუდოდ, გრიპის ნიშნები ჰქონდათ. საქართველოს მოქალაქეებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვეს. მოგვიანებით რეისის მგზავრებმა თბილისის ცენტრალური სადგური ახალი სარკინიგზო შემადგენლობით დატოვეს.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე:

"უკრაინაში რაც რუსული გავლენების აგენტებმა ჩაიდინეს, იმას აკეთებენ დღეს ჩვენთან, რაც მატარებელთან დაკავშირებით მოხდა. ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც 5 კვირაა, გამოსულები არიან და არავითარ რისკს არ ქმნიდნენ, სამარცხვინო და ქსენობოფიის პროპაგანტისტმა მედიამ ბულინგის მსხვერპლად აქცია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S