ჩუგოშვილი უგულავას საქმეზე ხელისუფლების ოპტიმიზმს არ იზიარებს

13-02-2020 23:42:19 პოლიტიკა

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმეზე ხელისუფლების ოპტიმიზმს არ იზიარებს.

„უმრავლესობის ადგილას, ასე ომახიანად არ მოვიწვევდი ამ კომისიას, რადგან კარგს არაფერს აღმოაჩენენ: კომისია ნახავს, რომ ადამიანი, რომელმაც ხელახლა მოითხოვა გიგი უგულავას დაკავება პროკურორის რანგში, ამ საქმეს შემდეგ მოსამართლის რანგში დახვდა და ისე მიიღო გადაწყვეტილება და ისე დაუმატა სასჯელი, რომ თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა დაცვას. და ეს უკვე არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა საქმეებში დადგენილი, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა“,– განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს გენერალური მდივნის გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ევროპული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლებამ ევროპარლამენტარებს საქართველოში საქმის შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები