„ძალიან მძიმე ტექნოლოგიებისთვის ემზადებიან და ეს მხოლოდ ბინძური შავი პიარი არ იქნება“

13-02-2020 01:27:04 პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინფომაციით, ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებისთვის მძიმე ტექნოლოგიების გამოყენებისთვის ემზადება.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხის ნიშნის ქვეშ დადგა, საქართველო 17 წელს დაკარგავს.

„სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ძალიან მძიმე საარჩევნო ტექნოლოგიებისთვის ემზადებიან. ეს არ იქნება მხოლოდ ის მიუღებელი, ბინძური შავი პიარი, რომელიც საქართველოში უკვე ჩვეულებრივი გახდა. რასაც მე არაფორმალური წყაროებიდან ვიღებ, ეს იქნება ძალადობა, მოსყიდვა, მთელი ადმინისტრაციული რესურსის უარღესად მძიმე გამოყენება. არ ვიცი, შეიძლება, ეს შეიცვალოს, ყოველ შემთხვევაში, დღეს მზადება ამ ფორმით მიმდინარეობს. არის საშიშროება, რომ ჩვენ არ გვექება ლეგიტიმაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან და სავარაუდოდ, გვექნება – ჩრდილოელი მეზობლისგან. არალეგიტიმურობის ფონზე ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. ძალიან არ მინდა, 2012 წლის მიღწევას, რომ ხლისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარების ფონზე დეოკრატიის თვალსაზრისით წინ წავიწიეთ (თუნდაც აღმოსავლეთ პარტნიორების ლიდერები ამის შემდეგ გავხდით), ხაზი გადაესვას. თუ ჩვენ კარგი არჩევნების ჩატარება ვერ მოვახერხეთ, ჩემთვის სულ ერთია, რომელი პარტია გაიმარჯვებს, გადავალთ 2003 წელს, ანუ 17 წელს დავკარგავთ. ეს კი ძალიან დიდი დანაკლისია ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც მუდმივად რაღაც კატასტროფიდან თავის დაღწევის და გაძრომის გზაზეა“,– განაცხადა მარგველაშვილმა „ფორმულის“ ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები