ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობას ოპოზიცია დააკომპლექტებს

28-10-2024 10:29:13 ევროპა

ლიეტუვის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართა, ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს.

პარტია მმართველი კოალიციის შექმნას გეგმავს.

ლიეტუვის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ორი ტურის შედეგად, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 141-წევრიან პარლამენტში 52 მანდატი ექნება, რაც მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი არაა, ამიტომ კოალიციის შექმნას აპირებს დემოკრატიულ კავშირსა და ფერმერების და „მწვანეთა“ კავშირთან.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიეტუვის მმართველ ქრისტიან-დემოკრატების პარტიას 28 მანდატი აქვს. პარტიის ლიდერმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალ-დემოკრატებს გამარჯვება მიულოცა.

წინასწარი შედეგებით, პარლამენტში 20 დეპუტატი ეყოლება პოპულისტურ პარტიასაც „ნემანის განთიადი“.

ლიეტუვის პარლამენტის, სეიმის, არჩევნებში 14 პარტია და ერთი კოალიცია მონაწილეობდა. 141 დეპუტატიდან 71-ს ერთმანდატიან ოლქებში ირჩევენ, 70-ს კი - პროპორციული სიებით. თუ ერთმანდატიან ოლქებში ვერცერთი კანდიდატი ვერ იღებს ამომრჩეველთა ხმების, სულ მცირე, მეხუთედს, მეორე ტურში მონაწილეობს საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები